Sunday, June 11, 2017

პროექტი - პურის გზა





     დავასრულეთ პროექტზე მუშაობა, გავაკეთეთ პრეზენტაციები, გავეცანით ერთმანეთის ნაშრომემებს. ბოლოს ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევრები გუგლის დოკუმენტებში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.  ამ სატრენინგო მოდულებს, პროექტებით სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მაღალ სააზროვნო უნარებზე გასაყვანად.
      შესწავლილი მასალა დამეხმარება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში. განვაგრძობ მუშაობას ამ ხაზით და ჩემი საქმიანობაც უფრო საინტერესო გახდება.
        დიდი მადლობა ტრენერს, ქალბატონ ირინა მარკოზაშვილს იმ დაუღალავი შრომისთვის რაც მან ჩვენთვის გასწია.
     

Saturday, June 10, 2017

დავასრულეთ გეგმა. შევიმუშავე დიფერენცირებული სწავლების მეთოდი. შევისწავლეთ მოსწავლეთა ფასილიტაცია პროექტში. თუ როგორ დავეხმაროთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს. ამ ყველაფერს აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში, რაც მეტად სახალისოს გახდის საგაკვეთილო პროცესს.

Sunday, June 4, 2017

გავეცანი შეფასების სტრატეგიებს, შევადგინე მოსწავლეთა შეფასების ფორმები. ხელმეორედ გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას, ვისაუბრეთ შეფასების კრიტერიუმებსა და ინდიკატორებზე. რომელიც დამეხმარება როგორც მოსწავლის შეფასებაში ასევე ჩემი სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.

Saturday, June 3, 2017

გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, რომელიც დამეხმარება მომავალში თუ როგორი დავალებები, მითითებები და რეკომენდაციები უნდა მივცე მოსწავლეებს პროექტის კეთების დროს. როგორ უნდა ავამაღლო მათი მოტივაცია და საქმიანობა გავხადო მეტად საინტეროსო.

Wednesday, May 31, 2017

წარმოვადგინეთ საპროექტო იდეები, გავეცანით პროექტის მოთხოვნებს, რომ პროექტზე დაფუძვნებული სწავლის საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირების მრავალი შესაძლებლობა არსებობს. გავეცანით პუბლიკაციის მომზადებას პროექტებით. პროექტებზე დაფუძვნებულ კვლევას, პროექტის დიზაინს, შაბლონებს, გამოცემის ჩეკლისტის მომზადებას. ვისაუბრეთ განახლებულ ბლუმის მაღალ სააზროვნო უნარების განვითარებაზე, განვიხილეთ თუ როგორ შეუწყობს ხელს მიმართულების მიმცემი კითხვები მოსწავლეს განვითარებაში. აგრეთვე თუ როგორ დაეხმარება პროექტი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში, პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვანია კოლეგების უკუკავშირი. უკუკავშირი სასარგებლოა იმისთვისაც, ვინც აძლევს და ვისაც აძლევენ მას. უკუკავშირის დაწყება უნდა ხდებოდეს დადებითი, პოზიტიური რჩევებით, აღინიშნოს დადებითი და ძლიერი მხარე და შემდეგ კორექტულად მივცეთ რჩევები. შეიძლება გამოვიყენოთ 3, 2, 1-ზე მეთოდი. ჩემი აზრით ობიექტური უკუკავშირისათვის უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული კრიტერიუმები და დავაკონკრეტოთ კოლეგასთან ის საკითხები რომელზედაც ხდება მსჯელობა. უკუკავშირი უნდა იყოს დროული, კონკრეტული და რჩევითი. ტრენინგზე დავწყვილდით და გავაკეთეთ უკუკავშირის სიმულაცია, რომელმაც წარმოდგენა მომცა უკუკავშირის ფორმებზე. ვიმსჯელეთ აგრეთვე საავტორო უფლებებზე. ახლა უკვე ვიცი როგორ არ დავარღვიო საავტორო უფლება და როგორ დავიცვა საკუთარი ნაშრომი. ბევრი საინტერესო და ახალი ვისწავლე, რომელსაც ვფიქრობ აქტიურად გამოვიყენებ სწავლების პროცესში.

Friday, May 12, 2017

დავიწყეთ პროექტების სწავლების ტრენინგი, ეს პროექტი დამეხმარება  ბავშვებს განუვითარდეთ შემოქმედებითობის უნარ-ჩვევები,  კრიტიკული აზრობნება, კომუნიკაცია და თანამშრომლობა, ტექნოლოგიური უნარ-ჩვევებით ინფორმაციაზე წვდომა, პროექტებით სწავლება დამეხმარება, როგორც  პროფესიულ წინსვლაში და ინოვაციურ მეთოდების დანერგვაში