Wednesday, May 31, 2017
წარმოვადგინეთ საპროექტო იდეები, გავეცანით პროექტის მოთხოვნებს, რომ პროექტზე დაფუძვნებული სწავლის საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირების მრავალი შესაძლებლობა არსებობს. გავეცანით პუბლიკაციის მომზადებას პროექტებით. პროექტებზე დაფუძვნებულ კვლევას, პროექტის დიზაინს, შაბლონებს, გამოცემის ჩეკლისტის მომზადებას. ვისაუბრეთ განახლებულ ბლუმის მაღალ სააზროვნო უნარების განვითარებაზე, განვიხილეთ თუ როგორ შეუწყობს ხელს მიმართულების მიმცემი კითხვები მოსწავლეს განვითარებაში. აგრეთვე თუ როგორ დაეხმარება პროექტი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში, პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვანია კოლეგების უკუკავშირი. უკუკავშირი სასარგებლოა იმისთვისაც, ვინც აძლევს და ვისაც აძლევენ მას. უკუკავშირის დაწყება უნდა ხდებოდეს დადებითი, პოზიტიური რჩევებით, აღინიშნოს დადებითი და ძლიერი მხარე და შემდეგ კორექტულად მივცეთ რჩევები. შეიძლება გამოვიყენოთ 3, 2, 1-ზე მეთოდი. ჩემი აზრით ობიექტური უკუკავშირისათვის უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული კრიტერიუმები და დავაკონკრეტოთ კოლეგასთან ის საკითხები რომელზედაც ხდება მსჯელობა. უკუკავშირი უნდა იყოს დროული, კონკრეტული და რჩევითი. ტრენინგზე დავწყვილდით და გავაკეთეთ უკუკავშირის სიმულაცია, რომელმაც წარმოდგენა მომცა უკუკავშირის ფორმებზე. ვიმსჯელეთ აგრეთვე საავტორო უფლებებზე. ახლა უკვე ვიცი როგორ არ დავარღვიო საავტორო უფლება და როგორ დავიცვა საკუთარი ნაშრომი. ბევრი საინტერესო და ახალი ვისწავლე, რომელსაც ვფიქრობ აქტიურად გამოვიყენებ სწავლების პროცესში.
Friday, May 12, 2017
დავიწყეთ პროექტების სწავლების ტრენინგი, ეს პროექტი დამეხმარება ბავშვებს განუვითარდეთ შემოქმედებითობის უნარ-ჩვევები, კრიტიკული აზრობნება, კომუნიკაცია და თანამშრომლობა, ტექნოლოგიური უნარ-ჩვევებით ინფორმაციაზე წვდომა, პროექტებით სწავლება დამეხმარება, როგორც პროფესიულ წინსვლაში და ინოვაციურ მეთოდების დანერგვაში
Subscribe to:
Posts (Atom)